პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილი შეცვლის
ბოლო ერთ წელში უკვე მეორედ შეცვლილი პარლამენტის თავმჯდომარე. კახა კუჭავამ თანამდებობა და მანდატი დატოვა. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი შალვა პაპუაშვილი ხდება, რომელიც განათლების და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. გადაწყვეტილება მედიას მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გამოუცხადა, მანვე წარადგინა სპიკერის პოზიციაზე ახალი კანდიდატურა. კუჭავას მიზეზები არ დაუკონკრეტებია. თქვა მხოლოდ ის, რომ პოსტის დატოვება მისი სურვილი იყო და გუნდს ამის შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცნობა. წინა კვირას, როდესაც პარლამენტში მინისტრების მოსმენა მიმდინარეობდა, კახა კუჭავას სხდომები აღარ წაუყვანია. მან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა რვა თვის წინ, საკმაოდ რთულ დროს ჩაიბარა - ეს ის პერიოდია, როცა ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი შეწყვიტა და შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტებზე სამუშაოდ პარლამენტში შევიდა. საკანონმდებლო რეფორმების პროცესის ახალ სტანდარტზე გადასვლა და ოპოზიციასთან თანამშრომლობა მომავალი თავმჯდომარის მთავარი გზავნილია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მეათე მოწვევის პარლამენტმა რამდენიმე დღეში რიგით მესამე სპიკ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩილ თალაკვაძემ სპიკერის პოსტი დატოვა - შეფასებები პოლიტიკუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნინო ბურჯანაძის ისტორია - „საქართველოს დაბადება" (სრული გადა...
Girchi • გირჩი
ღამის კურიერი - ნინო ბურჯანაძე - „ერთიანი საქართველო“ - არჩ...
პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster