მომავალ კვირას პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი უნდა აირჩიოს


ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი? - მომავალ კვირას პარლამენტმა არსებულ კანდიდატებს კენჭი უნდა უყაროს და ახალი სახალხო დამცველი აირჩიოს. ვისზე შეჯერდებიან დეპუტატები - ამას საბოლოოდ კენჭისყრის შედეგები აჩვენებს. მანამდე კი, 19-ვე კანდიდატთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სარეკომენდაციო დასკვნას მოამზადებს. ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს უჭერს. უმრავლესობის პოზიცია კი ჯერ-ჯერობით უცნობია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს უპრეცედენტოდ ღია მოდელი შესთავაზა, შესაბამისად, პროცესიც გამჭვირვალეა.

სახალხო დამცველი დეპუტატებმა მაღალი კვორუმით, 90 ხმით 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ. იმის გათვალისწინებით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ხმათა ეს რაოდენობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად, უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან