სახალხო დამცველმა ნიკა მელია მოინახულა


ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველმა მოინახულა. ნინო ლომჯარიამ დაწესებულების დატოვების შემდეგ აღნიშნა, რომ ნიკა მელიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის მიმართ ძალის გამოყენებას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

ნიკა მელია მხოლოდ ტელევიზორს ითხოვს და სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ეს ლოჯისტიკური საკითხი დროულად მოგვარდება. პენიტენციურ სამსახურში კი აცხადებენ, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ ის ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში შეიძენს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან