5
დაკავებებით დასრულდა „თბილისი მოლთან“ გამართული გუშინდელი საპროტესტო აქცია. 31 პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ნაწილი ხელწერილების საფუძველზე გათავისუფლდა, მათ შორისაა ნიკა მელია, გიგი უგულავა კი ისევ წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ჰოსპიტალიზირებული მოქალაქეებიდან ამ დრომდე კლინიკებში იმყოფება ხუთი ადამიანი. არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავებულთა დიდი ნაწილის მიმართ არასათანადო მოპყრობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითებენ და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ. აქციის მსვლელობის დროს ვითარება არაერთხელ დაიძაბა, იყო გზის გადაკეტვის მცდელობა. ცალკეული სამართალდამცავების მხრიდან დაფიქსირდა მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამატების ფაქტებზე საუბრობს სახალხო დამცველიც და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ძიების დაწყებისკენ მიუთითებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ულამაზესი სიმღერა!!
GeorgianMelodyქართულიმელოდია
ვეკო თოხაძე | სოციალური მედიის კურსი
Academy of Digital Industries
რას მოიცავს სოციალური მედია მარკეტინგის კურსი?
Smart Academy
სანდრო ასათიანი ტრადიციული და სოციალური მედია - შესავალი
Online Iliauni
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვიდ-19“ საგა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გააზიარეთ | Share
AraGviani
ახალი სახლი - 10.09.2023
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
შემთხვევა ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster