20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

02.12.2019 01:31

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 24 დეკემბრამდე გადაიდო. ბრალდების მხარემ ახალი დოკუმენტის გასაცნობად, გარკვეული პერიოდი ითხოვა. საქმე ეხება სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთება მის უფლებებს ლახავს და მისთვის დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურია. ამის საფუძველზე, დაცვის მხარე ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა, პროკურორმა განაცხადა, რომ მასალებს არ გაცნობია და ამისთვის დრო სჭირდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: