9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

09.04.2021 09:23

ქვეყანა თავისუფლებისთვის დაღუპულებს იხსენებს. 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან დილიდან მოქალაქეები ტიტებით მიდიან და ქვეყნის დამოუკიდებლობას შეწირულ გმირებს პატივს მიაგებენ. მემორიალთან მივიდნენ პოლიტიკოსებიც. 32 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შეფასდა უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი, რომელმაც ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა და რომელმაც საქართველოს მომავალი განსაზღვრა. საბჭოთა სადამსჯელო ოპერაციის და სასტიკი მეთოდებით დარბეული მშვიდობიანი დემონსტრაციის გახსენების დროს განსაკუთრებული აქცენტი მაშინდელ ერთიანობაზე კეთდება, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო