9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს რუსთაველის გამზირზე
34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან. თბილისის ცენტრალურ გამზირზე დღეს დილიდან ხალხმრავლობაა. 9 აპრილის მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო. დაღუპულ გმირთა ხსოვნას რუსთაველის გამზირზე პატივი მიაგო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილმა დღესვე სოციალური ქსელით წერილი გაავრცელა და 1989 წლის მოვლენებზე ისაუბრა. „ამ დღეს საქართველომ დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო, საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ კი ქართველი ხალხის ნება კიდევ უფრო განამტკიცა. დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა.“ წერს პრემიერი. მთავრობის მეთაურთან ერთად მემორიალთან იმყოფებოდნენ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები. სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. „დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახში დაბრუნების იდეას ეფუძნება, ამ მიზნის მიღწევა კი მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცითაა შესაძლებელი“.- წერს ილია დარჩიაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
Municipality of Marneuli
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილს დ...
Georgian Government
მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
Municipality of Marneuli
მარნეულში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს
Municipality of Marneuli
9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან საპატრიარქოს ჩოხოსანთა ს...
Rioni.TV
დავით უსუფაშვილის კომენტარი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთ...
Parliament of Georgia
მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
Municipality of Marneuli
9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს „ერთიანი ნაციონალური...
TV 25