მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

10.04.2016 03:07

მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა მიმდინარე წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, სოფელ წერეთელსა და სოფელ თამარისში ჩატარდა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიება დილის 11:00 საათზე სოფელ წერეთელში გაიხსნა, 12:00 საათზე კი სოფელ თამარისში გადაინაცვლა, რომელშიც მონაწილეობა ქალაქ მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს და ლექსებითა და სიმღერებით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოსწავლეთა მიერ შესრულებული თემატური ნახატების გამოფენაც. ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლოდ თეთრი მტრედები გაუშვეს. ღონისძიების ყველა დამსწრეს შეეძლო სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ კუთხეში, ჩანაწერების წიგნში გაეკეთებინა სამახსოვრო ჩანაწერი. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილეებთან, გამგეობის სამსახურის უფროსებთან და თანამშრომლებთან ერთად, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი, 9 აპრილის მონაწილეები, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული პირები. ვრცლად იხილეთ: http://www.marneuli.gov.ge/…/1046-%E1...%…

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
03:16

მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

Municipality of Marneuli

მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება -„მადლობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა
03:46

მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება -„მადლობა თავის...

Municipality of Marneuli

მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
01:41

მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

Municipality of Marneuli

მარნეულში 9 აპრილის ტრაგედიის გმირებს პატივი მიაგეს
01:21

მარნეულში 9 აპრილის ტრაგედიის გმირებს პატივი მიაგეს

Municipality of Marneuli

მარნეულში 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა Marneuli TV
06:02

მარნეულში 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა Marne...

Municipality of Marneuli

მარნეულში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
02:17

მარნეულში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

Municipality of Marneuli

#მადლობათავისუფლებისთვის-მარნეულში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
02:45

#მადლობათავისუფლებისთვის-მარნეულში 9 აპრილის გმირები გაიხსენ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

#მადლობათავისუფლებისთვის - მარნეულში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს.
01:27

#მადლობათავისუფლებისთვის - მარნეულში 9 აპრილის გმირები გაიხს...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ყველა ვიდეო