მაია ცქიტიშვილის ანგარიში


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა, მისი უწყების საქმიანობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ინფრასტრუქტურული პროექტები, გზების მშენებლობა და რეგიონების ურბანული განვითარება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა.

ცქიტიშვილმა მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2021 წელს თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დაწყება იგეგმება. ასევე, დაგეგმილია სკოლებისა და საბავშვო ბაღების აშენება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომავალ წელსაც გაგრძელდება დევნილებისთვის სახლების მშენებლობა და საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი 1020  დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან