მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეხვედრა არასამთავრობოებთან

22.04.2015 04:41

საქართველოს მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიში განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის, საჯარო სამსახურის რეფორმის, ასევე, მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით ანგარიშში მოცემულ შეფასებებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წარმომადგენლებმა და მინისტრების მოადგილეებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნულ საკითხებზე საკუთარი კომენტარები და მოსაზრებები გააცნეს. ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO\u0026s...

გაზიარება: