საქართველოს მთავრობის კომენტარები არასამთავრობოების ანგარიშზე
საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასებასთან დაკავშირებულ ანგარიშზე საკუთარი კომენტარები წარადგინა. ანგარიშის პრეზენტაციას სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მაია ცქიტიშვილი, დღეს მინისტრების მოადგილეებთან ერთად დაესწრო. საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება არასამთავრობოების ანგარიშში გამოთქმულ მთელ რიგ მოსაზრებებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, აკნინებს ან არასრულად ასახავს 2012 წლის შემდეგ, ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს და სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე რეფორმირების აქტიურ პროცესს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მიიჩნევს, რომ ცალკეულ შემთხვევებში გამოთქმული მოსაზრებები სათანადოდ დასაბუთებული არ არის და ობიექტური რეალობის აღქმის შესაძლებლობას არ ტოვებს. „დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ეს ჩვენ, სამწუხაროდ, გვქონდა. რაც შეეხება კოორდინაციის ნაკლებობას, ვფიქრობთ, რომ კოორდინირებულია მთავრობა, გამართულად მიდის მუშაობა. რა თქმა უნდა, გვინდა რომ კიდევ უკეთესად იყოს ყველაფერი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთ შენიშვნას არ ვიზიარებთ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ვრცლად იხილეთ: http://e.gov.ge/jLzBu
Georgian Government-ის სხვა ვიდეოები
პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მი...
ოფიციალური სადილი ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართვე...
ოფიციალური ვახშამი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური...
გახარია - ყველა ადამიანს, რომელიც არ დაემორჩილება...
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყ...
ვიდეომიმართვა საერთაშორისო გარემოს დაცვის ფორუმზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Hu...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში მე...
მსგავსი ვიდეოები
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეხვედრა არასამთავრობოებთან
Georgian Government
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დეველოპერებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"საშიში მომენტი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის" - შეფასებ...
ამერიკის ხმა
„ფეიკნიუსები” და პრემიერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის წყდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნინო ლომჯარიას კომენტარი საქართველოს მთავრობის განცხადებაზე
ISFED
ვიქტორ ყიფიანის კომენტარი საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმი...
Geocase Official
გიგა ბოკერია Gazprom-თან მოლაპარაკებებზე, NDI-ის შედეგებსა დ...
netgazeti ge