#მოამბე 21 საათზე, 29 მარტი, 2023 #LIVE

29.03.2023 01:02:20

• შარლ მიშელი აცხადებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი აქვს - ქვეყნის საშინაო დავალება, ევროპული პერსპექტივა და თბილისი დასავლეთის პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინში • ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის კრიტიკას არ იღებს - ქვეყნის მეთაურისთვის საზღვარგარეთიდან ზეწოლა მიუღებელია, უსაფრთხოების მინისტრი კი აცხადებს, რომ ისრაელი დამოუკიდებელი ქვეყანაა და ის არ არის ვარსკვლავი აშშ-ის დროშაზე - აშშ-ისრაელის უთანხმოება და ლიდერთა განცხადებები • თაკო ჩარკვიანის მიერ წარმოდგენილი სქემის მიხედვით ნიკა გილაური ხელისუფლებასთან გარიგებით ახალ პარტიას ქმნის, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე გაწევრიანდებიან - განცხადების ადრესატები წარმოდგენილ სქემას უარყოფენ და ჩარკვიანის პოზიციას სამარცხვინოს უწოდებენ • საქართველოს ისტორიის გაციფრულებული კადრები - ექსპერტ გიორგი ქებურიას კვლევა, პირველი რესპუბლიკის მნიშვნელოვანი სამხედრო პირები დოკუმენტურ მასალებში და მფრინავები, რომლებმაც ქართული ავიაციის ისტორია შექმნეს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: