პატიმრების წამების საქმეზე მსჯავრდებულ დავით ნოზაძის ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა
სააპელაციო სასამართლოში პატიმრების წამების საქმეზე მსჯავრდებულ დავით ნოზაძის ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ბრალდების საქმეზე შვიდი პირის – მალხაზ ღვინიაშვილის, ოლეგ ფაცაციას, ნუგზარ მარღიას, ზაზა ხარაიშვილის, დავით ნოზაძის, დავით ჩიხლაძისა და ვახტანგ გუგუციძის სააპელაციო სარჩელი განიხილება. მათ მიმართ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. გამოძიების ინფორმაციის თანახმად, 2010-2012 წლებში ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, სისტემატურად ახორციელებდნენ ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას პატიმრებზე. სხდომის ბოლოს სიტყვით ისარგებლა თავად მსჯავრდებულმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. ამანათების განყოფილებაში მუშაობდა და მასთან ერთად დაკავებულ მსჯავრდებულებთან შეხება არ ჰქონია. ნოზაძემ ასევე განმარტა, რომ მის მიმართ არსებობს მხოლოდ ერთი პატიმარი, დაზარალებულის ჩვენება, რომელსაც ის არ იცნობდა. სხდომის შემდეგ პროკურატურას კომენტარი არ გაუკეთებია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მსჯავრდებულ ბაჩანა...
საქართველოს პროკურატურა
ჯარჯი წიკლაური, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის...
საქართველოს პროკურატურა
პატიმრების წამების საქმეზე დაკავებული ციხის კიდევ ერთი ყოფილ...
MULTIMEDIA GE
უკრაინაში მეგის ქარდავა დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია პროკურატურასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში
საქართველოს პროკურატურა
მეგის ქარდავამ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster