აქცია პროკურატურასთან

05.09.2022 01:59

ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული გიორგი შაურიძე 12 დღეა ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი მოთხოვნით შიმშილობს. ის 12-წლიან პატიმრობას აპროტესტებს და 6 წლის წინ, მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვს. ამ ორი მოთხოვნით, პატიმრის ოჯახის წევრები დღეს თბილისის პროკურატურასთანაც შეიკრიბნენ. მათი მტკიცებით, 6 წლის წინ შაურიძე უკანონოდ დააკავეს, ყაჩაღობა კი წამების შედეგად აღიარებინეს. შეკრებილების განმარტებით, 6 წლის წინ, პროკურატურამ, მოსამართლის მითითებით, გამოძიება პატიმრის დაზიანებებზე დაიწყო, თუმცა, 6 წელია საქმეზე შედეგი არ დამდგარა და პროცესი ჭიანურდება. გენერალური პროკურატურაში განმარტავენ, რომ საკითხს გაეცნობიან და განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: