ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი
რუსეთის წარმომადგენლის პროვოკაციული გზავნილებით დასრულდა ჟენევის მოლაპარაკებების დღევანდელი რაუნდი. ანდრეი რუდენკო პირდაპირ ამბობს, რომ მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიგონ, სად შეიძლება მათი სიარული და სად - არა. ეს იყო პასუხი ჟურნალისტების იმ შეკითხვაზე, რომელიც საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების გახშირებულ გატაცებებს და უკანონო დაკავებებს ეხებოდა. ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყების აუცილებლობა კიდევ ერთხელ ხაზგასმულია ლავროვის უწყების ოფიციალურ განცხადებაშიც, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა და რომელშიც მოსკოვი 2008 წელს აღებული და დღემდე შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვას საქართველოს ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგო გზავნილებით ცდილობს. დღევანდელი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ე.წ. გადასასვლელების გახსნაც, რომელთა ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. წინა რაუნდების მსგავსად, ამჯერადაც როგორც კი საუბარი დევნილების დაბრუნებაზე დაიწყო, რუსულმა დელეგაციამ შეხვედრა ჩაშალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის მოლაპარაკების 54-ე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, მძიმე რაუნდი
TV IMEDI
მავთულხლართების უკანონო მონტაჟი ატოცში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 38-ე რაუნდი დასრუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster