მავთულხლართების უკანონო მონტაჟი ატოცში
სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან სამუშაოები ცოტა ხნის წინ შეწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადასტურებს. ოკუპანტები რკინის ბოძებზე ღობეებს დილიდან ამონტაჟებდნენ. შემოღობილია გარკვეული ტერიტორია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჟურნალისტებს ატოცში შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ, ამიტომ „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იმყოფება. სოფელ ატოცში არსებულ ვითარებას საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები. შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან. ინფორმირებულია ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ნინო ფისაძე ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება, რა ვითარებაა ადგილზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოკუპანტების მორიგი უკანონო ქმედება.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გუგუტიანთკარის სიახლოვეს ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 15 საათზე, 14 აგვისტო, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
უკანონო ბორდერიზაცია ნიქოზში
Trialeti TV
ვითარება ხურჩაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება გუგუტიანთკარში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster