შეხვედრა კულტურის სამინისტროში


თეა წულუკიანი უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრს შეხვდა.

ყურადღება გამახვილდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოსა და უნგრეთს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობაზე. თეა წულუკიანმა და მიკლოშ კაშლერმა საქართველოსა და უნგრეთის კულტურული ურთიერთობების ერთ-ერთი სიმბოლოს, უნგრელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, მიხაი ზიჩის მოღვაწეობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს თეა წულუკიანმა უნგრელ კოლეგას საქართველოში მიხაი ზიჩის კულტურული მარშრუტის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან