შეხვედრა გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე

08.05.2021 01:28

საქართველოს კულტურის სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად, არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე იუნესკოს ექსპერტისთვის გასაგზავნი დოკუმენტაციის ნუსხის შედგენის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ექსპერტს საქართველოში ჩამოსვლამდე გაეგზავნება. ასევე, გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაციას მოახდენს. ამასთან, სხვადასხვა ენებიდან ითარგმნება და ქართულად გამოიცემა უცხოური, ან ხელახლა გამოიცემა ქართული წიგნები, რომლებიც მოძველებულია ან ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს სახელმძღვანელოებად არქიტექტორ-რესტავრატორებისთვის. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სამინისტროსთან არსებული არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფიდან შეირჩევა რამდენიმე სპეციალისტი, რომელთაგან შედგება შესაბამისი კომისია. სწორედ მათთან გაივლიან გასაუბრებას ოსტატები, რომელთა განაცხადების მიღება სამინისტრომ უკვე  დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის საკითხზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრა გაიმართა
38:28

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის საკითხზე სასტუმრ...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

#მოამბე 21 საათზე, 20 მაისი, 2021 #LIVE
01:05:05

#მოამბე 21 საათზე, 20 მაისი, 2021 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტი გელათის სამონასტრო კომპლექსს ეწვია
02:44

პრეზიდენტი გელათის სამონასტრო კომპლექსს ეწვია

Giorgi Margvelashvili

გადაწყვეტილებები გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით
01:27

გადაწყვეტილებები გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ICOMOS Georgia-ს წარმომადგენლებთან
01:05

შეხვედრა ICOMOS Georgia-ს წარმომადგენლებთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამუშაო შეხვედრა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით
00:46

სამუშაო შეხვედრა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამუშაო შეხვედრა გელათის რესტავრაციასთან დაკავშირებით
00:46

სამუშაო შეხვედრა გელათის რესტავრაციასთან დაკავშირებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბაგრატი
02:06

ბაგრატი

culturegovge culturegovge

ყველა ვიდეო