მძღოლებმა ხელისუფლებას მათი პრობლემების მოსაგვარებლად ერთკვირიანი ვადა მისცეს

03/02/2016
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდი-თბილისისა და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლებმა დღეს საპროტესტო აქცია „მეტრო პლუსის“ წინააღმდეგ ისევ გამართეს. ისინი კვლავ აპროტესტებენ თურქული კომპანიის შემოსვლას საქართველოში.მათი განმარტებით არის მცდელობა, რომ \"მეტრო პლიუსმა\" დაიწყოს ფუქციონირება.

დღევანდელ აქციას მძღოლები დასავლეთ საქართველოს სხვადასვა ქალაქებიდანაც შეუერთდნენ.

„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია,თუ თურქული კომპანია არ გავა საქართველოდან,აქციები იქნება ფართო მასშტაბური , ასევე ვითხოვთ 2 მარტის , საქართველოს მძღოლების ერთობისა და თანადგომის დღედ გამოცხადებას.“-აცხადებენ მძღოლები.

აქციის შემდეგ მძღოლებმა დადიანების ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს, სადაც წმინდა ნიკოლოზის ხატი მიაბრძანეს.

რადიო \"ათინათი\"

Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან