ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
05/31/2022
ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შარლ მიშელის თქმით, თავდაპირველად აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს. სანქციების მეექვსე პაკეტის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება უნგრეთის პოზიციის გამო მოხდა, რადგან უნგრეთი ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდა. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე აკრძალვა რუსული ნავთობის იმპორტის 90 პროცენტზე გავრცელდება. ევროპელი ლიდერები ასევე შეთანხმდნენ რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკის“ „სვიფტის“ სისტემიდან გათიშვაზე და კიდევ სამი მსხვილი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის აკრძალვაზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ცნობით, საბჭომ ასევე დაადასტურა უკრაინისთვის ცხრა მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომელიც ქვეყნის აღსადგენად არის გათვალისწინებული. დასკვნით განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის მიერ უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადებზე მოსაზრებების მომზადებას და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.