დაკავება სასულიერო პირის დაჭრის ფაქტზე


სასულიერო პირის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა. 41 წლის მამაკაცი თბილისში აიყვანეს, ის წარსულში ნასამართლევია. ამჯერად მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გუშინ დილით სასულიერო პირს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაჭრილი მღვდელმსახური კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა. დაზიანებები მას გულისა დ ფილტვის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტი რეანიმაციაში რჩება. მისი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან