ტრაგედია ბათუმში - დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
შვიდსართულიანი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის გამო სამი ადამიანია დაკავებული - კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ორი ბინის მეპატრონე, რომელიც საკუთარ ფართში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ატარებდა და ორი მუშა, რომლებიც ამ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულები. ბრალდებულები უარყოფენ ძიების ვერსიას, რომლის მიხედვით 4 ოქტომბერს დაწყებული სამუშაოების შედეგად საყრდენი კედლებიც მოანგრიეს. გამოძიება სწორედ მზიდი კედლების მოშლას ასახელებს შვიდი სართულის ჩამონგრევის მიზეზად. საგამოძიებო მასალების მიხედვით, სამუშაოებს ხელშეკრულების გარეშე აყვანილი პირები ნებართვის გარეშე თვითნებურად და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით აწარმოებდნენ. დაკავებულთა ადვოკატი კი ექსპერტიზის დასკვნამდე შესაბამისი დასკვნების გაკეთებას ნაადრევად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ არსებობს სამშენებლო სამუშაოების პროექტიც. საჭიროებდა თუ არა მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ჩატარება ოფიციალურ ნებართვას, რატომ არ მოხდა დროული რეაგირება და კიდევ ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, - ამ საკითხებს თეონა ხუბულავა არკვევდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია - დაკავებულების ადვოკატების გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრაგედია ვაკის პარკში - დაკავებულია ცხრა პირი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრაგედია შატილის გზაზე - 17 გარდაცვლილი, სამი დაშავებული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გენუაში დაღუპულთა რიცხვმა ოცდაცხრამეტს მიაღწია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრაგედია შატილის გზაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრაგედია ანაკლიის ფესტივალზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეუღლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის წლიური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster