გენუაში დაღუპულთა რიცხვმა ოცდაცხრამეტს მიაღწია

15.08.2018 02:50

იტალიის ქალაქ გენუაში დაღუპულთა რიცხვმა უკვე 39-ს მიაღწია. საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შემდეგ, იტალიის პრემიერი ქალაქში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. უკვე დადგენილია, რომ დაღუპულებს და დაშავებულებს შორის იტალიელების გარდა, საფრანგეთის, რუმინეთის, ალბანეთის და უკრაინის მოქალაქეებიც არიან. ხიდი 200-მეტრიანი მონაკვეთი კონსტრუქციას მოულოდნელად მოწყდა და მასზე მოძრავ ავტომობილებთან ერთად 80 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. გამოძიების დასრულებამდე ნგრევის წინასწარ ვერსიად ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა სახელდება. გენუაში დატრიალებული ტრაგედია მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრშია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: