ტრაგედია ვაკის პარკში - დაკავებულია ცხრა პირი
ელექტროსადენის იზოლაციის დაზიანება, რამაც წყალზე დენის გადაცემა გამოიწვია - ასეთია გამოძიების ვერსია ვაკის პარკის გახმაურებულ საქმეზე. ტრაგედიიდან მეშვიდე დღეს აყვანილია ცხრა ადამიანი. დაკავებულები არიან მერიის მაღალჩინოსანი, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია „გრინსერვის-პლიუსის“ დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და ამ კომპანიის კიდევ ორი თანამშრომელი. აიყვანეს ის ორი ელექტროშემდუღებელიც, რომლებმაც გამოძიების მასალების მიხედვით, შადრევანში ელექტროძრავიდან გამომავალი წყლის მილები უჟანგავი კონსტრუქციით შეფუთეს. თუ გამოძიებას დავეყრდნობით, სწორედ ამ სამუშაოების დროს დაირღვა უსაფრთხოების ნორმა და სადენი დაზიანდა, თუმცა როგორც დღეს ხდება ცნობილი, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ მითითებული სამუშაოები შემოწმების გარეშე ჩაიბარა. გამოძიების მიხედვით, გაყალბებას ჰქონდა ადგილი იმ ექსპერტიზის დასკვნაშიც, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის შესამოწმებლად ჩატარდა და რომლის საფუძველზე თბილისის მერიამ ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებული შადრევანი ჩაიბარა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქრონიკა 11:00 საათზე -18 ოქტომბერი, 2022 წელი
TV IMEDI
ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედ...
TV IMEDI
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია "ქრონიკის" შეკითხვებ...
TV IMEDI
ტრაგედია ვაკის პარკში - მიმდინარე გამოძიება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 11:00 საათზე - 17 ოქტომბერი, 2022 წელი
TV IMEDI
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია - გამოკითხვები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - გამოკითხვები პოლიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster