ტრაგედია ვაკის პარკში - მიმდინარე გამოძიება

15.10.2022 05:17

უმძიმესი ტრაგედიის მესამე დღე - 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დღეს დაკრძალეს, სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში გაიმართა. შემთხვევისას დაშავებული ერთი მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, 13 წლის ლაზარე კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, ის მართვით სუნთქვაზე აღარ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, მოზარდი კი კონტაქტურია, თუმცა, მაინც რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. რაც შეეხება გამოძიებას, მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს, გვიან ღამით სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის „გრინსერვის პლუსის“ დირექტორისა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის გამოკითხვა დასრულდა, მისი თქმით, შადრევანი ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში იყო და დარღვევები არ გამოვლენილა. ლაშა ფურცხვანიძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ მომხდარი წინასწარ განზრახულ ქმედებას ჰგავს, რაც გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ფურცხვანიძე გამოკითხვაზე დღესაც დაიბარეს. მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი კი, რომელმაც პროექტი ჩაიბარა, აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჩატარებული სამუშაოები საჭირო სტანდარტებს სრულად შეესაბამებოდა. რა ეტაპზეა გამოძიება, რომელმაც მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - რატომ გარდაიცვალა 13 წლის მოზარდი? ვაკე-საბურთლოს სამმართველოსთან გენო ოსიყმაშვილი მუშაობს, რომელიც პირდაპირ ეთერში ბოლო ინფორმაციას გაგვაცნობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რას ამბობს ვაკის პარკის მებაღე, რომელმაც შადრევნიდან სამი მოზარდი ამოიყვანა
07:33

რას ამბობს ვაკის პარკის მებაღე, რომელმაც შადრევნიდან სამი მო...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

დასკვნა პროექტის ყველა ეტაპზე ცალსახად დადებითი იყო  - მერის მოადგილე ვაკის პარკის კასკადზე
06:12

დასკვნა პროექტის ყველა ეტაპზე ცალსახად დადებითი იყო - მერის...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

რა პასუხი უნდა გავცე ოპოზიციას, როცა მერის გადადგომას ითხოვენ, სირცხვილია! - კალაძის მოადგილე
05:33

რა პასუხი უნდა გავცე ოპოზიციას, როცა მერის გადადგომას ითხოვე...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

სისტემა დალპა და კლავს ქვეყნის განვითარებას- ლევან სამუშია
18:55

სისტემა დალპა და კლავს ქვეყნის განვითარებას- ლევან სამუშია

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

გამოძიება უკვე დაწყებულია, მოხდება უმკაცრესი რეაგირება - ღარიბაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე
00:34

გამოძიება უკვე დაწყებულია, მოხდება უმკაცრესი რეაგირება - ღარ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - მიმდინარე გამოძიება
03:38

უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - მიმდინარე გამოძიება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს - ბრიფინგი პროკურატურაში
13:52

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ტრაგედია ვაკის პარკაში - ვინ არის დამნაშავე 13 წლის მოზარდის სიკვდილში
10:54

ტრაგედია ვაკის პარკაში - ვინ არის დამნაშავე 13 წლის მოზარდის...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო