რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გუშინ 20-ზე მეტი რაკეტა გაისროლა


უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გუშინ 20-ზე მეტი რაკეტა გაისროლა - მათი უმეტესობა კასპიის ზღვიდან იყო გაშვებული. სარაკეტო იერიში განხორციელდა ლვოვზე. ქალაქის მერმა მოსახლეობას სთხოვა, არ დაეტოვებინათ თავშესაფრები. ომის დაწყებიდან დღემდე, პირველად განხორციელდა იერიში ზაკარპატიის ოლქში. 

რუსული ჭურვები ჩამოვარდა ოდესისა და დონეცკის ოლქებში. დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის იერიშებს 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ათი ადამიანი ქალაქ ავდიივკაში, ერთ-ერთ ქარხანაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.    

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან