უკრაინისა და რუსეთის არმიებს შორის გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის მთელ ხაზზე 80 შეტაკება მოხდა - ვკითხულობთ უკრაინის არმიის გენშტაბის მოხსენებაში. მათივე ინფორმაციით, რუსეთის არმიის ყველაზე მაღალი აქტივობა მარინკისა და ავდეევკის მიმართულებით შეინიშნება. რუსეთის საარმიო ნაწილები ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგის 10 შეტევა მოიგერიეს. რუსეთი აქტიურად იყენებს სამხედრო ავიაციას. პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ ქვეყნის არმია აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ლიმან-კუპიანსკის მიმართულებით, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში განადგურდა 200-მდე რუსი ჯარისკაცი და 50-მდე სამხედრო ტექნიკა. გასული დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ 10 დარტყმა განახორციელა ოკუპანტების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.