თანამედროვე ქართველი ავტორების პირველი ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა თანამედროვე ქართველი ავტორების პირველი ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია, რომელსაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდნენ. ღონისძიებას მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები დაესწრნენ. საქართველო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით ღირსეულად წარსადგენად აქტიურად ემზადება. სწორედ ამისთვის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ შეიქმნა თანამედროვე ქართველი ავტორების პირველი ელექტრონული ბაზა. ახალ ბაზას ცენტრის ვებ-გვერდზე www.book.gov.ge ნებისმიერ დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ პირს შეუძლია გაეცნოს. ბაზა ინგლისურენოვანია და ის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. მასში წარმოდგენილია პოსტ-საბჭოთა პერიოდიდან დღემდე მოღვაწე ქართველი ავტორების პორტფოლიოები - ბიოგრაფია, ბიბლიოგრაფია, ინფორმაცია ლიტერატურული ჯილდოების შესახებ, ლიტერატურული ნაწარმოებების სინოფსისები და უცხოენოვანი საცდელი თარგმანები. ბაზა მდიდარია როგორც ტექსტუალურად, ასევე ფოტო მასალით. მოქნილი საძიებო სისტემით შესაძლებელია დაინტერესებული პირი პარალელურ რეჟიმში გაეცნოს ინფორმაციას როგორც მწერლის, ასევე მისი ნაწარმოებების შესახებ. ნაწარმოებები დაყოფილია მხატვრული, დოკუმენტური, პოეზია და საბავშვო-საყმაწვილო კატეგორიების მიხედვით. ბაზაში უკვე შეტანილია რამდენიმე ათეული ავტორი და მიმდინარეობს მისი შევსება-განახლება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
#ახალიდღე „საქართველოს ვარსკვლავი" მესამე ტურისთვის ემზადებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვე...
culturegovge culturegovge
პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში
culturegovge culturegovge
გამომცემლობა მედუზა | სამეცნიერო ფანტასტიკა საქართველოში
Litagora
ექსპოზიცია, სახელწოდებით „მშვიდობა“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბუდე - ზუგდიდის სტუმრებისთვის ახალი ჰოსტელი გაიხსნა
Radio Atinati
საჯარო ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster