„კავკასიის გავლით” პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ გამოფენის გახსნა

25.11.2016 01:51

25 ნოემბერს, 18:30 საათზე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „კავკასიის გავლით". პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება. გამოფენა „კავკასიის გავლით“ აერთიანებს ხუთი მხატვრის ნამუშევრებს კავკასიის ქვეყნებიდან: დაღესტანი - ტაუს მახაჩევა, ჩეჩნეთი - ასლან გაისუმოვი, სომხეთი - ვაჰრამ აღასიანი, აზერბაიჯანი - ალი ჰასანოვი და საქართველო - ვაჟიკო ჩაჩხიანი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ობიექტები და ვიდეოინსტალაციები, რომლებშიც საბჭოთა ეპოქის კვალი იგრძნობა. კავკასიის ქვეყნების ხელოვანები ერთგვარი ირონიით გამოხატავენ თანამედროვე მდგომარეობას, როგორც სიბნელიდან გამოსულ, უცნობი მომავლის მოლოდინში არსებულ ცხოვრებას. გამოფენა 25 ნოემბერს გაიხსნება და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა", მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების, როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას. მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8. http://culture.gov.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ელექტროენერგიის სადენი საქართველოსა და ევროპას შორის
05:18

ელექტროენერგიის სადენი საქართველოსა და ევროპას შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი \"საქართველო ჩვენს გარშემო\")

#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქართველო ჩვე...

Soso Mikeladze Official

შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო
01:10

შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეროვნული მუზეუმის გამოფენები ფრანკფურტში
01:09

ეროვნული მუზეუმის გამოფენები ფრანკფურტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთი საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლისთვის გზებს ეძებს- საუბარია ინგუშეთის გავლით მარშრუტზე
04:37

რუსეთი საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლისთვის გზებს ეძებს-...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

აფხაზეთის გავლით სომხეთამდე სარკინიგზო მიმოსვლის  აღდგენის შესაძლებლობა. ინალ ხაშიგი, ასტამურ ტანია
33:25

აფხაზეთის გავლით სომხეთამდე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შ...

JAMnews ქართულად

მექსიკის გავლით ამერიკაში. JAMnews ქართულად
00:59

მექსიკის გავლით ამერიკაში. JAMnews ქართულად

JAMnews ქართულად

მექსიკის გავლით ამერიკაში - სად და რატომ გარბიან ქართველები. JAMnews ქართულად
11:19

მექსიკის გავლით ამერიკაში - სად და რატომ გარბიან ქართველები....

JAMnews ქართულად

ყველა ვიდეო