ელექტროენერგიის სადენი საქართველოსა და ევროპას შორის


ვრცლად იმ მსხვილი ენერგეტიკული პროექტის შესახებ, რომლის დაფინანსება და დაწყება ევროკავშირმა უკვე დააანონსა.

მწვავე ენერგეტიკულ კრიზისში და რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გზების ძიებაში მყოფმა ევროკავშირმა ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილის საქართველოს გავლით მიღება გადაწყვიტა. საუბარია შავი ზღვის ფსკერზე გამავალ ელექტროენერგიის სადენზე, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ და ტრანზიტულ მნიშვნელობას ზრდის. წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონს რუმინეთთან დააკავშირებს და ევროკავშირის ქვეყნებს ელექტროენერგიით მოამარაგებს. საქართველოს ევროპის ენერგობაზარზე გასვლა - ასე ფასდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, რომელიც პროექტის რეალობად ქცევის შემდეგ ენერგეტიკულ სფეროში ინვესტიციების რაოდენობის ზრდას ელოდება. სკეპტიციზმია ოპოზიციის ნაწილში. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან