საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე - პოლიტიკური შეფასებები


ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ მთელი პოლიტიკური სპექტრი გააერთიანა.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას და კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის წარდგენას პოლიტიკური ლიდერები ცალსახად სწორ გადაწყვეტილებად აფასებენ, თუმცა ჩნდება კითხვები და სკეპტიციზმიც. ოპოზიცია წევრობის განაცხადის გაკეთებაზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საზოგადოების ზეწოლის და თბილისში ბოლო დღეებში გამართული აქციების შედეგად აცხადებს. იმისთვის, რომ განაცხადს რეალური შედეგი მოჰყვეს, ოპოზიციის ნაწილი „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე მოწოდებით მიმართავს. ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს და დოკუმენტის პუნქტებში გაწერილი რეფორმები შეასრულოს. განსაკუთრებული აქცენტი სასამართლოს რეფორმირებაზე კეთდება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან