საერთაშორისო ექსპერტის მასტერ-კლასი


მომსახურების სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა, ჯონ შოულიმ საქართველოში მასტერ-კლასი ჩაატარა. ამერიკელი სპეციალისტი, არაერთი წიგნის ავტორი, სამოტივაციო სპიკერი და ბიზნესმენი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვიდა ქვეყანაში. ტრენინგს სხვადასხვა სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ჯონ შოულის კომპანიის სერვისის პროგრამით მსოფლიოს 40 ქვეყანაში ორმა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა. ჯონ შოული კონსულტაციებს უწევს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა, „შერატონი“, „კოკა კოლა“, „ფედექსი“, „ეფლი“ და DHL.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან