მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია


მსოფლიო ლიდერები რუსეთისგან მოსალოდნელი აგრესიის შეკავებას მიუნხენიდან ცდილობენ.

400-ზე მეტი ლიდერი ახლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეა შეკრებილი და უკრაინაზე მოსალოდნელი თავდასხმის თავიდან აცილების გზებს განიხილავს. მოსკოვის მისამართით გზავნილები პირდაპირი და საკმაოდ მკაცრია. გერმანიაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული პირველი პირები რუსეთს ომის დაწყების შემთხვევაში უმძიმეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ სანქციებზე აფრთხილებენ, გამოსვლის დროს საკმაოდ მწვავე იყო გერმანიის პირველი დიპლომატის რიტორიკაც, რომელმაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზეც მიანიშნა. მიუნხენშია ქართული დელეგაციაც პრემიერის ხელმძღვანელობით. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის საზღვართან გამწვავებული ვითარებაა. გამოსვლების დროს ახსენეს 2008 წლის აგვისტოს ომის და 2014 წლის ყირიმის ანექსიაც. მიწვევის მიუხედავად, რუსეთის წარმომადგენელი კონფერენციაზე არ იმყოფება. პოზიცია და მიდგომა საერთოა - დასავლეთსა და რუსეთს შორის გადაუჭრელი საკითხები მხოლოდ დიპლომატიური საშუალებებით და დიალოგით უნდა იყოს მოგვარებული. 

„მოამბე“ გერმანიაშია, - ნოდარ ჩაჩუა აშუქებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან