საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქმნება

17.12.2018 04:41

საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. საბჭო იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სხვადასხვა კრიზისული ვითარების მართვას პრემიერი ეროვნული სიტუაციური ოთახის მეშვეობით მოახდენს, რომელიც სპეციალური ტექნიკით აღჭურვილ პუნქტს წარმოადგენს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: