ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას საქართველო არ დასწრებია

30.09.2019 00:40

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნის ცერემონიას საქართველოს დელეგაცია არ დასწრებია. მიზეზი ორგანიზაციაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებაა. საქართველოსთან ერთად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას არ დაესწრნენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის და უკრაინის დელეგაციის წევრები. შეგახსენებთ, უკრაინის დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად უარი თქვა საშემოდგომო სესიაში მონაწილეობაზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის თქმით, ის, რომ უკრაინის დელეგაცია ორგანიზაციის საშემოდგომო სესიას არ ესწრება, სამწუხარო ფაქტია. ეს განცხადება მან სტრასბურგში გააკეთა, სადაც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გახსნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო