საქართველოს პირველი ტელევიზია 63 წლისაა
63 წლის წინ, ამ დღეს საქართველოში პირველი ტელევიზიის ისტორიამ ათვლა დაიწყო. დღეს პირველი არხის დაბადების დღეა. 1956 წლის 30 დეკემბერს, საღამოს რვა საათზე, მთაწმინდის ანძასთან განთავსებული სტუდიიდან პირდაპირ ეთერში გავიდა პირველი სატელევიზიო გადაცემა. ამ ისტორიულ მომენტამდე მცირე ხნით ადრე, ადგილობრივმა გაზეთმა საზოგადოებას აცნობა, რომ რამდენიმე დღეში თბილისში ტელე-ხედვის სტუდია იხსნებოდა. ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე გაყიდული იყო 3 500-მდე ტელევიზორი. საქართველოში ტელე-მაუწყებლობის დაწყებას წინ ტელე-ცენტრის დაპროექტების სამწლიანი პროცესი უძღოდა. დროსთან და შესაბამისად, ტექნოლოგიების და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, პირველი არხის გადაცემები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. იზრდებოდა გადაცემების ხანგრძლივობა და მათი ჩვენების სიხშირე. 63-წლიანი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე პირველი ქართული ტელევიზია არაერთი ისტორიული მოვლენის თანამონაწილე და ქვეყნის უახლესი ისტორიის მემატიანე გახდა. დღემდე უცვლელად რჩება პრინციპები, რომლებიც აქ მომუშავე ადამიანებს გვაერთიანებს, - მოვლენების ობიექტურად და მიუკერძოებლად გაშუქება, მაყურებლისთვის ხარისხიანი გადაცემების შეთავაზება და ინტელექტუალური მედია-პროდუქტის შექმნა. ვულოცავთ ყველა პირველარხელს დღევანდელ დღეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#ახალიდღე საქართველოს ტელევიზია - 63
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოფენა სახელწოდებით „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეია...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
სალომე არშბას მიმოხილვა საქართველოს ტელევიზიის პირველ ქალ დი...
TV IMEDI
საქართველოს პირველი არხი იუბილარია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩვენმა მოკრივეებმა რიო-2016 ლიცენზიები ვერ მოიპოვეს! დავით ვ...
Sergo Davlianidze
21.04.2016 დავით კვაჭაძე საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაც...
Sergo Davlianidze
საქართველოს პირველი არხი 64 წლისაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი ტელევიზია იუბილარია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster