საქართველოს პირველი ტელევიზია იუბილარია

30.12.2018 00:43

საქართველოს პირველი ტელევიზია იუბილარია. საქართველოში ტელემაუწყებლობის დაწყებიდან 62 წლის იუბილე დღეს აღინიშნება. 1956 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდის ანძაზე გახსნილი სატელევიზიო სტუდიიდან მაუწყებლობა დაიწყო პირველმა ქართულმა ტელევიზიამ. თბილისელებისთვის ცისფერი ეკრანი ზუსტად 20 საათზე აინთო და ქალაქის მასშტაბით აღრიცხულ 40 ათას ტელევიზორში პირველი დიქტორები, ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე გამოჩნდნენ. წამყვანების მისალმება, გადაცემები, ქართული მხატვრული ფილმები, - ასეთი იყო თავდაპირველი საეთერო ბადე, რომელიც წლებთან ერთად სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველ არხს, მეორე არხსა და რადიოს აერთიანებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო