საქართველოს პირველი ტელევიზია იუბილარია
საქართველოს პირველი ტელევიზია იუბილარია. ზუსტად 66 წლის წინ, 1956 წლის 30 დეკემბერს, ფუნიკულიორზე, მთაწმინდის ანძასთან სადიქტორო სამაკეტო სტუდიიდან, ქვეყნის ისტორიაში პირველ პირდაპირ ეთერს ლია მიქაძე და ალექსანდრა მაჭავარიანი უძღვებოდნენ. ცისფერი ეკრანი ზუსტად 20:00 საათზე აინთო. ტელეხედვის სტუდია თავდაპირველად დღეგამოშვებით მაუწყებლობდა. ათი წლის შემდეგ, ტელევიზია ახალ მისამართზე, ანუ არსებულ შენობაში, კოსტავას 68-ში გადმოვიდა. გაიზარდა მასშტაბები და დაფარვის არეალიც. საინფორმაციო სამსახური არხზე გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. „უკანასკნელ ამბებს“ სახელწოდება 1968 წელს შეეცვალა და „მოამბე“ დაერქვა. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პირველ არხსა და ტელესკოლას აერთიანებს, მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მაყურებელზე და ქვეყანაში ყველაზე სანდო, დაბალანსებულ და უსაფრთხო მედიას წარმოადგენს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პირველი ტელევიზია იუბილარია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი არხი 64 წლისაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა პირველი ტელევიზია- 65
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტელემაუწყებლობის 65 წელი - საქართველოს პირველი ტელევიზია იუბ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი არხი 65 წლის გახდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი ქართული ტელევიზია 65 წლისაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი საქართველოს პირველი არხი იუბილარია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი 64 წელი მაყურებელთან ერთად #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster