ახალი საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა


თელავის მუნიციპალიტეტს ახალი საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა ექნება. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს თელავს „მსოფლიო ბანკის\", „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა\" და „მუნიციპალური განვითარების ფონდი-\"ს წარმომადგენლები ესტუმრნენ. როგორც დღევანდელი ვიზიტისას გახდა ცნობილი, ქალაქგარეთ აშენდება სპეციალური გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კანალიზაციის გადამუშავებას მოახდენს. მანამდე კი, ვიზიტის ფარგლებში ალტერნატიული ტერიტორიების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მოხდება.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „თანამგზავრის\" ჟურნალისტების მიერ თელავის საკანალიზაციო სისტემა ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა და არსებული პრობლემების შესახებ არაერთი ვრცელი სიუჟეტი მომზადდა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1g3vAW8

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან