განახლებული აღმაშენებლის გამზირი გაიხსნა
#ახალიტფილისი #თბილისი2016 #კეთდებათბილისისთვის #განახლებულიაღმაშენებელი ► თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ✔ პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად შეიცვალა და აღდგა შენობების სახურავები, კონსტრუქციულად გამაგრდა შენობა-ნაგებობები, ავთენტური იერსახით აღდგა შენობების ფასადები და მასზე არსებული ისტორიული ორნამენტები ✔ სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს. მაღალი ხარისხის მასალით შეიცვალა შენობების ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები. ✔ რესტავრაცია ჩაუტარდა დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიულ სადარბაზოებს, აღდგა რეაბილიტაციის პროცესში სადარბაზოებსა და ფასადებზე აღმოჩენილი მხატვრობები და ისტორიული წარწერები. განსაკუთრებით დაზიანებულ შიდა ეზოებში ჩატარდა შუშაბანდების რესტავრაცია და განხორციელდა ეზოების კეთილმოწყობა ✔ გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა: გაზის, წყლის, საკანალიზაციო მილები, ინტერნეტ და სუსტი დენის ქსელები. მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობის გამოც შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხე ექმნებოდა ✔ დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილი გახდა საფეხმავლო ✔აღმაშენებლის გამზირზე ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, დაიგო სხვადასხვა სახეობის ქვაფენილი და მოეწყო გზის საფარი. საფეხმავლო ნაწილში დაიდგა სკამები და სასმელი წყლის ფანტანები. ამასთანავე, დამონტაჟდა 6 ლითონის ქანდაკება. გამწვანდა ტერიტორია, კერძოდ, N59 შენობის კედელზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო 2 სკვერი, ფასადები გაფორმდა დეკორატიული ყვავილებით ✔ პროექტის ფარგლებში დასაქმდა 1 200 - მდე ადამიანი ✔ პროექტი „ახალი ტფილისის“ I ეტაპის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა
Tbilisi City Hall Presscentre-ის სხვა ვიდეოები
ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს - გიგა ბათიაშვილი
02:25
კახა კალაძე თბილისის მერიის თანამშრომლებს შეხვდა
00:50
ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია
00:35
ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს - ნანა ფაჩუაშვილი
00:29
ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს - ნონა გაფრინდაშვილი
00:34
ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს - გივი შახნაზარი
00:25
ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს - თემურ მიქელაძე
00:51
02.05.17. ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია და...
მსგავსი ვიდეოები
25.09.15. განახლებული აღმაშენებლის გამზირი გაიხსნა
Tbilisi City Hall Presscentre
განახლებული აღმაშენებლის გამზირი 25 სექტემბერს გაიხსნება
Tbilisi City Hall Presscentre
2030 - განახლებული აღმაშენებლის გამზირი 25 სექტემბერს გაიხს...
თბილისის განვითარების ფონდი - Tbilisi Development Fund
განახლებული გამზირი
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
მიხეილ სააკაშვილმა დავით აღმაშენებლის განახლებული გამზირი გა...
David Zhvania
აღმაშენებლის განახლებული გამზირი დღეს საზეიმოდ გაიხსნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღმაშენებლის განახლებული გამზირი 25 სექტემბერს საზეიმოდ გაიხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განახლებული აღმაშენებლის გამზირი
TSU Ivane Javakhishvili Tbilisi State University