ევროკავშირის ელჩმა პრემიერს ევროპარლამენტის მხარდაჭერა მიულოცა
თქვენ მოიპოვეთ ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ბირთვის უპირობო მხარდაჭერა, რაც დიდი წარმატებაა, - ამ სიტყვებით ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა მიულოცა. როგორც ელჩმა პრემიერთან შეხვედრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხმა ევროპარლამენტის დეპუტატთა 86%-ის მხარდაჭერა მიიღო. გიორგი კვირიკაშვილმა იანოშ ჰერმანს ვიზალიბერალიზაციის „რთულ და ხანგრძლივ პროცესში“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, ევროპარლამენტში ჩატარებული ხმის მიცემის შემდეგ შევხვდი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. მას შემდეგ, რაც მივულოცე პრემიერ-მინისტრს, მინდა ყველა თქვენგანს, საქართველოს მოსახლეობას მიღწეული შედეგი მოგილოცოთ. ეს შესანიშნავი შედეგია. ეს მიღწევა თქვენი და საქართველოს მიერ წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგია. მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტართა უდიდესმა უმრავლესობამ - ჩემი გამოთვლებით, 86%-მა, ყველა უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას დაუჭირა მხარი. ეს აჩვენებს იმ პატივისცემას, რომლითაც ევროპარლამენტია გამსჭვალული საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულების ფაქტის მიმართ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას. პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა, საუბრისას, ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო. #ევროპისკენ #ევროინტეგრაცია2017 #საქართველოსევროპულიგზა #eugeorgia #Visas #Georgia
Giorgi Kvirikashvili-ის სხვა ვიდეოები
05:10
„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია
11:45
პრემიერ-მინისტრის და ევროკომისრების ერთობლივი განც...
01:20
მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მი...
01:49
ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ს...
05:39
,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტი...
22:47
პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლე...
00:51
მცხეთის კულტურის ცენტრის გახნის ცერემონია
05:00
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
მსგავსი ვიდეოები
საქართველო ევროპის დღეებს აღნიშნავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#26მაისი - მსოფლიო ლიდერების მილოცვები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფლის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია
Giorgi Kvirikashvili
ევროკომისიის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორ...
MULTIMEDIA GE
საქართველოში ევროკავშირის ელჩი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კარლ ჰარცელის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster