საია სამართლებრივ დავას იწყებს


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. საია-ში აცხადებენ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ექვსი თვის განმავლობაში არ შეკრებილა, რაც კანონის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მთავრობას სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით წერილობით უკვე მიმართა. მთავრობის წინააღმდეგ კი სარჩელის შეტანას თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე კვირას გეგმავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან