#არჩევნები2020 უწყებათაშორისი კომისიის სხდომა


სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის - უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა. ესწრებოდნენ კომისიის წევრები, ცესკო-ს, კვალიფიციური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის ინფორმაციით, სხდომაზე ბოლო დღეებში ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებზე სავარაუდო ძალადობის შემთხვევები განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო სავარაუდო დარღვევის ფაქტებს. კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომები ოქტომბერში, კვირაში ერთხელ გაიმართება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან