#არჩევნები2020 დარღვევები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე
მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, საარჩევნო დაპირისპირების კერებად იქცა გლდანი, მარნეული, ბოლნისი, ასევე თელავი. ოპოზიციური პარტიები საუბრობენ ე.წ. კარუსელის შემთხვევებზე, საარჩევნო უბნებთან მმართველი გუნდის კოორდინატორების მობილიზებაზე, ამომრჩევლების მოსყიდვა-ზეწოლასა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე. რამდენიმე უბანზე უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავის მხრივ მმართველი გუნდი ოპონენტებს საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულად დაძაბვაში, ზონდერ-ჯგუფების დახმარებით პროვოკაციების მოწყობასა და არეულობის მცდელობაში ადანაშაულებს და იქვე დასძენს, რომ ამ პროვოკაციების შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები. დასახელდა ე.წ. ზონდერთა კონკრეტული გვარებიც. საარჩევნო უბნებთან დღეს იარაღიანი პირებიც გამოჩნდნენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბს“ ხელმძღვანელობს, კამერებმა ცეცხლსასროლი იარაღით დააფიქსირეს. სწორედ შაშკინია ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ დასახელებულ იმ სამ პირს შორის, რომელთა მიმართ „ქართული ოცნები“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დამკვირვებლებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ღამის კურიერი - არჩევნები 2020 – ექსკლუზიური ინტერვიუ ეუთოს...
#არჩევნები2021 ბოლო მონაცემები კახეთიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო #არჩევნები2020
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2021 „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნების შეფასება და რეალობა - დისკუსია ზუგდიდში
Radio Atinati
#არჩევნები2021 მეორე ტური - არასამთავრობო ორგანიზაციების გან...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 წინასაარჩევნო გარემო - შუალედური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 ეკა ბესელიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster