#არჩევნები2020 აშშ-ის საელჩოს განცხადება და ოპოზიციის გამოხმაურება

01.11.2020

აშშ-ის საელჩო, ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, იზიარებს და ამბობს რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. აშშ-ის საელჩო მიესალმება ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებზე და „კოვიდ-19“ პანდემიის დროსაც კი, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას გაითვალისწინოს ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამომრჩევლებისა და პარტიების მიერ არსებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარსადგენად. მნიშვნელოვანია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება. სარწმუნო საჩივრების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დროულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია. შეერთებული შტატები გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას. ყველა მხარე ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია და აღსრულება. როგორც ყოველთვის, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და ააშენოს უფრო ძლიერი დემოკრატია, – ნათქვამია განცხადებაში. ამერიკის საელჩოს განცხადებაზე კომენტარები გააკეთეს ოპოზიციის წევრებმა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქციას ატარებდნენ. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„შეცდომა იყო“ - ოქრუაშვილი აშშ-ის საელჩოზე გაკეთებულ ნეგატიურ განცხადებას ნანობს
02:12

„შეცდომა იყო“ - ოქრუაშვილი აშშ-ის საელჩოზე გაკეთებულ ნეგატიუ...

Formula News

#არჩევნები2020 საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
05:37

#არჩევნები2020 საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 აშშ-ის ელჩი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
03:15

#არჩევნები2020 აშშ-ის ელჩი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 თავდასხმა აშშ-ის, ევროკავშირის და გერმანიის ელჩებზე
06:46

#არჩევნები2020 თავდასხმა აშშ-ის, ევროკავშირის და გერმანიის ე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020  საქართველოში აშშ ის ელჩის გზავნილი
05:00

#არჩევნები2020 საქართველოში აშშ ის ელჩის გზავნილი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 მოლაპარაკებები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში
04:20

#არჩევნები2020 მოლაპარაკებები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 ინდივიდუალური შეხვედრები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში
03:57

#არჩევნები2020 ინდივიდუალური შეხვედრები აშშ-ის ელჩის რეზიდენ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 ოპოზიციის შეხვედრა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან
07:10

#არჩევნები2020 ოპოზიციის შეხვედრა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო