თბილისი „ფორბსის“ რეიტინგში მეხუთე ადგილზე
გამოცემა „ფორბსი“ ახალი წლის შესახვედრად ევროპის საუკეთესო ათ ქალაქს ასახელებს - თბილისი მეხუთე ადგილს იკავებს. რეიტინგის შესადგენად ტურიზმის ექსპერტებმა 112 ქვეყნიდან 11 963 პირი გამოკითხეს. პირველ ადგილს ზედიზედ უკვე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მადეირას კუნძულები იკავებს. ატლანტის ოკეანეში მდებარე პორტუგალიის ავტონომიური რეგიონი. მოგზაურებმა ის საუკეთესოდ ფოიერვერკების შთამბეჭდავი სანახაობისთვის, წლის განმავლობაში სუბტროპიკული კლიმატისა და მაღალი კლასის სასტუმროების გამო მიაკუთვნეს. თბილისი კი, რეიტინგში მეხუთე ადგილზეა. საქართველოს დედაქალაქი მოგზაურებისთვის ლონდონისა და პარიზისგან განსხვავებით, ბევრად ხელსაყრელი ფასებით, უსაფრთხოებითა და გამარტივებული სავიზო რეგულაციებითაა მიმზიდველი. აქვეა აღნიშნული, რომ თბილისი გურმანებისა და ღვინის მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია, რომელიც საშობაო და საახალწლო დღესასწაულებისთვის შესანიშნავად არის მორთული და ეს განწყობა იანვრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ასევე ორგანიზებულია საახალწლო კონცერტები, საშობაო ბაზრობები, რომლითაც თბილისი ევროპის ყველაზე ლამაზ ქალაქებს შორისაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თბილისი „ფორბსის“ რეიტინგში მეხუთე ადგილზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ეკონომეტრი, 21 მარტი, 2017
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საახალწლო თბილისი „ფორბსის“ ვერსიით 10 საუკეთესო ქალაქს შორი...
TV IMEDI
სუბტიტრები #4. ბერლინი თუ თბილისი, "შეცვალე ჩემი შეხედულება,...
Litagora
წყალდიდობა ავსტრალიაში
Music Box
ანგელა მერკელის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარის მთავრობის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster