ანგელა მერკელის გადაწყვეტილება

30.10.2018 03:06

გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი კანცლერი და მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი პოლიტიკურ კარიერას ასრულებს. ანგელა მერკელი 2019 წლიდან პარტიული, 2021 წლიდან კი სამთავრობო თანამდებობების დატოვებას გეგმავს. ჟურნალ „ფორბსის“ მიერ ყველაზე გავლენიან ქალად არაერთხელ დასახელებული მერკელი გერმანიას 2005 წლიდან მართავს. მთელი ამ დროის განმავლობაში ის ფინანსური და მიგრაციული კრიზისების ცენტრალური ფიგურა იყო. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის მთავარ აქტივად ანალიტიკოსები მის სტაბილურობას და სიდინჯეს ასახელებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: