რუსთავში ტანვარჯიშის დარბაზი გაიხსნა.
11/22/2018
22 ნოემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე და ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად #25 საჯარო სკოლაში ტანვარჯიშის დარბაზის გახსნას დაესწრნენ.
სპორტულ დარბაზს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე, რომელიც უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და სავენტილაციო სისტემებით, გარემონტდა სველი წერტილები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 85 000 ათასი ლარი შეადგინა.
#ქვემოქართლი2018
#რუსთავი2018
#ინფრასტრუქტურა2018
#სპორტი2018