ხეების გადაბელვას ხმაური მოჰყვა

05/03/2017
info rustavi-ის მიერ

რუსთავში 21-ე მიკრორაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის მოსახლეობა ხეების გადაბელვას აპროტესტებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს დილით ააიპ“უზრუნველყოფის“ სამსახურმა ავარიული ხეების გადბელვა დაიწყო, თუმცა მოსახლეობის პროტესტის გამო სამუშაოები შეაჩერეს.
ააიპ „უზრუნველყოფის სამსახურის“ უფროსის მოადგილის გოჩა კიკაჩეიშვილის განცხადებით, აღნიშნული ბინის ეზოში ხეების გადბელვის თხოვნით განცხადება რამდენიმე წლის წინ კორპუსის ყოფილმა თავმჯდომარემ ლილი კანკავამ დაწერა, მას შემდეგ კი ცხელ ხაზზე იგივე მოთხოვნით ზარი რამდენჯერმე შევიდა. თუმცა მოსახლეობა ხეების გადაბელვის წინააღმდეგია.
კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ აღნიშნული ხეები გადბელვას არ საჭიროებს, კორპუისის ახლანდელი თავმჯდომარის თქმით კი ის ხეების გადაჭრასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა.
ადგილზე ამ დროისთვის 8 ხეა გადბელილი, ააიპ „უზრუნველყოფაში“ აცხადებენ, რომ ხეები გაიხარებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ძლიერი ქარის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე 3 ხე გადატყდა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდს : http://inforustavi.ge/
შემოგვიერთდით Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/inforustavi
გამოგვყევით Twitter-ზე: https://twitter.com/inforustavi
გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი: https://www.instagram.com/info.rustavi/

For more information visit us on : http://inforustavi.ge/
Facebook : https://www.facebook.com/inforustavi
Twitter: https://twitter.com/inforustavi
Instagram: https://www.instagram.com/info.rustavi/

ვიდეოები „info rustavi"-ისგან