მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დახურვა

10/21/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

20 ოქტომბერს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ფესტივალის დახურვისადმი მიძღვნილ კონცერტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარია და მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილი დაესწრნენ. გურამ ოდიშარიამ ელისო ვირსალაძეს და ნატალია გუტმანს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს სპეციალური პრიზი ''ხელოვნების ქურუმი'' გადასცა.
ფესტივალის დასკვნითი კონცერტის პროგრამა:
ბარდანაშვილი-კონცერტი ფლეიტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის ''სულის გარდასახვანი'', შოსტაკოვიჩი- კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის #2 თხზ 126
ბეთჰოვენი-კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის #5 თხზ. 73
მონაწილეობდნენ: თბილისის კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა\", საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი- დირიჟორი არიელ ცუკერმანი;
სოლისტები: ელისო ვირსალაძე, ნატალია გუტმანი.
ფესტივალი გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

http://www.culture.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან